Ӱ̳

სიახლეები და ღონისძიებები

ICCA/Ӱ̳/CEOE - პროექტის გახსნა!

ICCA/Ӱ̳/CEOE - პროექტის გახსნა!

სამშაბათი, 03 ოქტომბერი, 2023

აჩვენე კალენდარზე

Ӱ̳ ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის (ICCA) მთავარი საგანმანათლებლო პარტნიორია მოკლევადიანი სასერტიფიკატო კურსების შემუშავების პროექტში!

ICCA-მ და Ӱ̳-მ აუდიტორიას  სამშენებლო ინდუსტრიაში აქტუალური მომზადება-გადამზადების საგანმანათლებლო კურსები წარუდგინეს, რომლებიც USAID-ის პროგრამის “დამსაქმებელი პროფესიული განათლებისთვის” მხარდაჭერით შეიქმნა.

შემუშავებული სამი პროგრამიდან ორი - “მშენებლობის მენეჯმენტი” და “გარემოსდაცვითი სისტემების მენეჯმენტი” - Ӱ̳-ს საერთაშორისო პარტნიორთან, ესპანური ბიზნეს ორგანიზაციების კონფედერაციასთან (CEOE) თანამშრომლობით მომზადდა.

ღონისძიების ფარგლებში, აუდიტორიას სიტყვით მიმართა Ӱ̳-ს ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლის დეკანმა, ნატა ბაჯიაშვილმა. შემუშავებული პროგრამები კი წარადგინეს Ӱ̳-ს ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამის ლექტორებმა და აღნიშნული მოკლევადიანი კურსების ავტორებმა: გივი დოლიძემ, სალომე ბერეჩიკიძემ და ანა გოგბერაშვილმა.

სისტემაში შესვლა

რ᳥გისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა