Ӱ̳

სიახლეები და ღონისძიებები

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი განათლების საერთაშორისო გამოფენაზე 2015

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი განათლების საერთაშორისო გამოფენაზე 2015

შაბათი, 28 თებერვალი, 2015

აჩვენე კალენდარზე

27-28 თებერვალს საქართველოში მეხუთედ გაიმართა უმაღლესი და პროფესიული განათლების, საზღვარგარეთ სწავლისა და სტუდენტური სერვისების საერთაშორისო გამოფენა. Ӱ̳ ამ ფორუმში ყოველწლიურად მონაწილეობს. ექსპო ჯორჯიაში გამართულ გამოფენაზე ქართულ-ამერიკულმა უნივერსიტეტმა საზეიმო განწყობა შექმნა, იმის გათვალისწინებით, რომ 2015 საიუბილეო წელია - Ӱ̳ 10 წლის ხდება.

საგამოფენო-საინფორმაციო სტენდი მოხალისე სტუდენტების სიმრავლითა და ინტერაქტიურობით გამოირჩეოდა. დაინტერესებული პირები Ӱ̳-ს სკǃების, სიახლეების, სპეციალობებისა და სწავლის გადასახადის შესახებ ინფორმაციის მიღების გარდა, ჩაერთნენ სხვადასხვა სახალისო აქტივობაში: მონაწილეობა მიიღეს Ӱ̳-ს სტუდენტების მიერ ორგანიზებულ გათამაშებაში და მოიგეს პრიზები; გადაიღეს ფოტოები Ӱ̳-ს ტანტამარესკასთან, რომლებიც პარალელურად იტვირთებოდა Ӱ̳-ს facebook გვერდზე; დაწერეს სადაბადებიდღეო სურვილები Ӱ̳-ს მოლოცვებისთვის განკუთვნილ სპეციალურ სტენდზე.

განათლების გამოფენაზე იმყოფებოდა Ӱ̳-ს პრეზიდენტი, კანცლერი, დამფუძნებლები და დეკანები.

პავილიონში „მოსიარულე Ӱ̳-ც” გამოჩნდა - ეს იყო მოძრაობის თეატრის მსახიობი ოჩო ფეხებზე, რომელიც ქართულ-ამერიკულ დროშებში გამოწყობილი Ӱ̳-ს საინფორმაციო ბროშურებსა და ტკბილეულს არიგებდა. დღის ბოლოს გამოფენის მონაწილეები და სტუმრები Ӱ̳-ს საიუბილეო ტორტზე დაეწვივნენ.

27 თებერვალს გამართულ გალა დინერზე Ӱ̳  ვიზიტორებთან ყველაზე ეფექტური კომუნიკაციისთვის გამოფენის ორგანიზატორებისგან სერტიფიკატით დაჯილდოვდა.

სისტემაში შესვლა

რ᳥გისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა