
აბიტურიენტების კვირეულის პირველი სტუმრები Ӱ̳-ს 9 მარტს ეწვივნენ. მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეები ბიზნესის, ასევე სამართლის, სოციალური მეცნიერებებისა და დიპლომატიის სკǃების ლექციებს დაესწრნენ.
პირველმა დღემ წარმატებით ჩაიარა, ლექციები ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა. აბიტურიენტებმა უნივერსიტეტი Ӱ̳-ს ელჩებთან ერთად დაათვალიერეს და სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს. მათ ამომწურავი პასუხები მიიღეს Ӱ̳-ს პროგრამების, გადახდის ახალი სისტემისა და Ӱ̳ გრანტის შესახებ და საჯარო ლექციებზე დასწრების სურვილიც გამოთქვეს. Ӱ̳-ში ექსკურსიისას განსაკუთრებული მოწონება Ӱ̳ ლაუნჯმა და კაფეტერიამ დაიმსახურა, რაც სტუდენტების განტვირთვის საუკეთესო ადგილია.
„გახდი ერთი კვირით Ӱ̳-ს სტუდენტი“ 11 მარტის ჩათვლით გაგრძელდება. მონაწილეობისთვის საკმარისია ელექტრონული რეგისტრაციის გავლა:
შემოგვიერთდით და გამოსცადეთ Ӱ̳-ს სტუდენტობა თუნდაც ერთი დღით.