Ӱ̳

სიახლეები და ღონისძიებები

Ӱ̳-ს პირველკურსელების დაჯილდოება სასწავლო ვაუჩერებით

Ӱ̳-ს პირველკურსელების დაჯილდოება სასწავლო ვაუჩერებით

პარასკევი, 25 სექტემბერი, 2015

აჩვენე კალენდარზე

დღეს Ӱ̳-ში ბევრი მზე, სიხარული და მუსიკა იყო.

25 სექტემბერს Ӱ̳-ს 23 პირველკურსელს 1000 ლარიანი სასწავლო ვაუჩერები გადაეცათ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღებული უმაღლესი ქულებისთვის. 

Ӱ̳-მ ეს გადაწყვეტილება საიუბილეო წელთან დაკავშირებით მიიღო.

ვაუჩერებით და Ӱ̳-ს ბრენდირებული სუვენირებით პირველკურსელები Ӱ̳-ს პრეზიდენტმა, კანცლერმა და დეკანებმა დაასაჩუქრეს.

დღესვე დაჯილდოვდა Ӱ̳-ს ბიზნესის სკოლის მესამე კურსელი, ყველაზე მაღალრეიტინგიანი სტუდენტი, ლიკა ტოკლიკიშვილი, რომელსაც 31 ოქტომბერს თბილისში დროის მეფედ წოდებული ლეგენდარული ქოუჩის - დევიდ ალენის -
მასტერკლასზე დასასწრები ბილეთი გადაეცა.

Ӱ̳-მ მოსაწვევი კომპანია Prospect-ისგან მიიღო, როგორც ერთ-ერთმა საუკეთესო უნივერსიტეტმა საქართველოში.

ღონისძიებას მუსიკალურად Ӱ̳ ბენდი აფორმებდა. 

27 სექტმბერს კი Ӱ̳-ელებს Welcome Party ელით. Ӱ̳-ს თვითმმართველობა კვირას ყველა სკოლის სტუდენტებს კლუბში "მტკვარზე" ეპატიჟება.

Ӱ̳ ამ მხიარული დასაწყისით წარმატებულ წელს და წინსვლას გისურვებთ!

სისტემაში შესვლა

რ᳥გისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა