
აშშ-ის საელჩოს ინიციატივით, 22 ოქტომბერს Ӱ̳-ში დევიდ გრეის საჯარო ლექცია გაიმართა. საერთაშორისო და ეროვნული უსაფრთხოების ექპერტმა საუბარი ახლო აღმოსავლეთის სტრატეგიულ შეფასებას დაუთმო.
დევიდ გრეი სიტყვით გამოსვლამდე შეხვდა Ӱ̳-ს პრეზიდენტს, რ. მაიკლ ქაუგილს და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ინჟინერიის სკოლის დეკანს, მიხეილ ჩხენკელს. მათ ერთად დაათვალიერეს Ӱ̳-ს შენობა, ბიბლიოთეკა, ჯეოლაბი და აუდიტორიები. გაესაუბრნენ Ӱ̳-ს უცხოელ სტუდენტებს, ამერიკის სამხედრო საჰაერო აკადემიის კადეტებს, რომლებიც მიმდინარე სემესტრს Ӱ̳-ში გადიან.
ლექცია საინტერესოდ წარიმართა და ბოლოს დევიდ გრეიმ სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა.