
მხიარულება ავტობუსშივე დაიწყო. Ӱ̳-ს მესამე კურსის სტუდენტები 18-19 მარტს (2017) გასვლითი სემინარის ფარგლებში წყნეთში, ბაქსვუდის სკოლის კამპუსში გაემგზავრნენ. 40-ზე მეტმა Ӱ̳ელმა გაიარა ტრენინგი „წარმატების ფორმულა“, რომელიც ბიზნესის სკოლის ლექტორმა, დინა ასლამაზიშვილმა ჩაატარა. ინგლისურ და ქართულ ენაზე მიღებულ ინფორმაციას, მოჰყვა პრაქტიკული დავალება ჯგუფური მუშაობაობითა და პრეზენტაციების მომზადებით. მხიარულება აქ გაგრძელდა და პრეზენტაციებმა დიდი ხალისით ჩაიარა.
Ӱ̳ელებს სადილად Ӱ̳-ს პრეზიდენტი რ. მაიკლ ქაუგილი და პირველი ვიცე-პრეზიდენტი ნინო ტორონჯაძე ეწვივნენ. ვახშმის შემდეგ კი გასართობი პროგრამა დაიწყო და სტუდენტები ერთმანეთს სხვადასხვა თამაშში შეეჯიბრნენ. დღე ელექტრონული მუსიკით დასრულდა, დაუკრა DJ Ӱ̳CHER-მა ანუ Ӱ̳ელმა გიორგი შათირიშვილმა. ჯგუფი თბილისში 19 მარტს ემოციებითა და შთაბეჭდილებებით დატვირთული დაბრუნდა.
ამ ტრენინგით დაიწყო Ӱ̳ელებისთვის კამპუსური გამოცდილება, რომელიც მომავალშიც გაგრძელდება.