
22, 23 და 25 თებერვალს (2019) Ӱ̳-ში ფიქრის დღეები გაიმართა! ფიქრის მსოფლიო დღეს, რომელიც პირველად 1926 წელს ამერიკაში აღინიშნა, ყოველწლიურად 150 ქვეყანაში სხვადასხვა აქტივობით ხვდებიან.
წელს ღონისძიებას Ӱ̳-ც შეუერთდა და სტუდენტებს და საზოგადოებას ოთხი, ძალიან საინტერესო სპიკერი წარუდგინა: 22 თებერვალს აუდიტორიას შეხვდნენ სცენარისტი ქეთი დევდარიანი, თემით "ვფიქრობ - ვაზროვნებ - ვარსებობ" და ნეირო ბიოლოგი ზაალ კოკაია თემით: "ადამიანი - გონიერი და მისი ტვინი". 23 თებერვალს Ӱ̳-ს Dr. ასოკა ჯინადასა ეწვია. მისი თემა პირდაპირ კავშირში იყო ფიქრის მსოფლიო დღის წლევანდელ თემატიკასთან: "ლიდერობა". ღონისძიებათა ციკლი 25 თებერვალს, ლაშა ბუღაძის სტუმრობით დასრულდა.
სტუდენტებს და დამსწრე საზოგადოებას შეეგებნენ ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (Ӱ̳) პრეზიდენტი - რ. მაიკლ ქაუგილი და კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი - ეკატერინე ტოგონიძე.