
28 დეკემბერს (2019) ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (Ӱ̳) ფეხბურთის ჩემპიონატის დასკვნითი შეხვედრა გაიმართა. ჩემპიონატი ერთი თვის განმავლობაში სპორტ კომპლექს გლდანში მიმდინარეობდა და მასში 16 გუნდი მონაწილეობდა. აქედან ფინალში ერთმანეთს შეეჯიბრა ორი ყველაზე ძლიერი გუნდი: Ӱ̳ტანე VS. Killshot.
დაძაბაბული და ამაღელებელი თამაშის განმავლობაში ორივე გუნდი ღირსეულად იბრძოდა გამარჯვებისთვის. შეჯიბრის ბოლოს გამოვლინდა გამარჯვებული გუნდი.
მაშ ასე, 2019 წლის Ӱ̳-ს ფეხბურთის შიდა ოლიმპიადის ღირსეული გამარჯვებული გახდა გუნდი „Ӱ̳ტანე“, გუნდის კაპიტანი - ლაშა ცაგარეიშვილი. ტურნირის ბომბარდირი კი გახდა გიო ცაგარეიშვილი - 23 გოლით.
ჩემპიონებს ტრადიციულად გადაეცათ Ӱ̳-ს შიდა ჩემპიონატის თასი.