Ӱ̳

ქეთევან კაპანაძე

კურსჸმთავრ᳥ბული

ქეთევან კაპანაძე

ქეთევან კაპანაძე

ნატოს სამეკავშირეო ოფისი
პროექტის ასისტენტი
კურსჸმთავრ᳥ბულ᳥ბი
2016

„2016 წელს მაღალი აკადემიური მოსწრებით დავამთავრე ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (Ӱ̳) ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი, მარკეტინგის განხრით.

თავდაპირველად Ӱ̳-ზე შევაჩერე არჩევანი ამერიკული სწავლების სისტემის გამო. ძალიან მომხიბლა იმ ფაქტმა, რომ ყველა საგანი ინგლისურ ენაზე ისწავლებოდა.

Ӱ̳-ში მეგობრული გარემოს გარდა ყველაზე მეტად მომწონდა უნივერსიტეტის ხელშეწყობა სტუდენტების განვითარებისათვის, კერძოდ, ბოლო ორ კურსზე ლექციების უმეტესობა გვიტარდებოდა საღამოს საათებში, დღის პირველი ნახევარი კი სურვილისამებრ შეგვეძლო მუშაობისათვის დაგვეთმო. Ӱ̳-მ ყველას მოგვცა შანსი თეორიულ ცოდნასთან ერთად პრაქტიკული გამოცდილება მიგვეღო. მე პირადად მაქსიმალურად ვიყენებდი არსებულ შესაძლებლობას და სწავლის პარალელურად აქტიურად ვზრუნავდი პროფესიული განვითარების ამაღლებაზე. ამჟამად ვმუშაობ

არ შემიძლია გვერდი ავუარო Ӱ̳-ს ბიბლიოთეკაში არსებულ მაღალი დონის, მსოფლიოში აღიარებულ წიგნებს, რომლებიც 4-წლიანი სწავლის განმავლობაში ხშირად გამომიტანია არამარტო საგნის სახელმძღვანელოს სახით, არამედ დამატებით საკითხავ მასალად.

ყველაზე ძვირფასი კი რაც Ӱ̳-მ მომცა არის მეგობრები და დაუვიწყარი მოგონებები.“

სისტემაში შესვლა

რ᳥გისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა